კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ეს დოკუმენტი განმარტავს, რომელ პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ, რატომ და ვის გადავცემთ. ის ეხება ვებგვერდს mekotransit.com და ყველა ფორმას, რომელსაც ამ გვერდზე ავსებთ.

ბოლო განახლება: 2026 წლის 29 ივლისი

1. ვინ ვართ

მონაცემთა დამმუშავებელია შპს „მეკო ტრანზიტი“ — საბაჟო ბროკერი, რეგისტრირებული საქართველოში, ქ. თბილისი.

ნებისმიერი კითხვა ამ პოლიტიკის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: info@mekotransit.com

2. რა მონაცემებს ვაგროვებთ

საკონტაქტო ფორმიდან და განაცხადის ფორმიდან: სახელი ან კომპანიის დასახელება, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, საიდენტიფიკაციო კოდი ან პირადი ნომერი და თქვენ მიერ დაწერილი შეტყობინება.

განაცხადიდან დამატებით: მომსახურების ტიპი, ტვირთის აღწერა და ღირებულება, სატრანსპორტო საშუალების ნომერი, მარშრუტი და საბაჟო პროცედურისთვის ატვირთული დოკუმენტები.

ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი და მოთხოვნის დრო — სერვერის ჟურნალში, უსაფრთხოებისა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

3. რატომ ვამუშავებთ ამ მონაცემებს

ხელშეკრულების შესასრულებლად — რომ თქვენს განაცხადს პასუხი გავცეთ, ფასი დაგითვალოთ და საბაჟო დეკლარაცია მოვამზადოთ.

კანონით დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად — საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობა გვავალდებულებს დეკლარაციასთან დაკავშირებული მონაცემების წარდგენასა და შენახვას.

თქვენი თანხმობის საფუძველზე — ფორმის გაგზავნამდე მონიშნული თანხმობა. თანხმობის გამოხმობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ერთი წერილით.

4. ვის გადავცემთ

საქართველოს შემოსავლების სამსახურს — დეკლარაციის წარდგენისას. ეს კანონისმიერი ვალდებულებაა და მისი გარეშე პროცედურა ვერ შესრულდება.

დანიშნულების ქვეყნის საბაჟო ორგანოებს — NCTS სისტემის მეშვეობით, საერთო სატრანზიტო კონვენციის მონაწილე 39 ქვეყანაში. მონაცემები გადის საქართველოს ფარგლებს გარეთ მხოლოდ ამ პროცედურის ფარგლებში.

გადამზიდავს ან ექსპედიტორს — მხოლოდ იმ ნაწილში, რაც ტვირთის გადაადგილებას სჭირდება.

ჩვენს ტექნიკურ მომწოდებლებს — სერვერის და ელ. ფოსტის მომსახურება. ისინი მოქმედებენ ჩვენი დავალებით და მონაცემებს სხვა მიზნით ვერ იყენებენ.

მონაცემებს არავის ვყიდით და სარეკლამო მიზნით არავის გადავცემთ.

5. რამდენ ხანს ვინახავთ

დასრულებული საბაჟო პროცედურის დოკუმენტაციას იმ ვადით ვინახავთ, რასაც საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობა მოითხოვს.

საკონტაქტო ფორმის შეტყობინებას — არაუმეტეს ორი წლისა, თუ ის ხელშეკრულებად არ გადაიზარდა.

სერვერის ჟურნალს — მოკლე ვადით, ტექნიკური საჭიროებისამებრ.

6. ქუქი-ფაილები

ვებგვერდი იყენებს მხოლოდ ტექნიკურად აუცილებელ ქუქი-ფაილებს: სესიის იდენტიფიკატორი, ფორმის უსაფრთხოების ნიშანი და არჩეული ენა.

ანალიტიკის, სარეკლამო ან სოციალური ქსელის ქუქი-ფაილები არ გვაქვს. მესამე მხარის მთვლელები არ გვიდგას.

7. უსაფრთხოება

კავშირი დაშიფრულია (HTTPS). ატვირთული დოკუმენტები ინახება დახურულ საცავში და ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ თანამშრომლისთვის, ვინც თქვენს განაცხადზე მუშაობს.

სტატუსის შემოწმება საჯარო ნომრით მხოლოდ განაცხადის სტატუსსა და თარიღებს აჩვენებს — არც დოკუმენტს და არც საკონტაქტო მონაცემს.

8. თქვენი უფლებები

შეგიძლიათ მოითხოვოთ: თქვენს შესახებ შენახული მონაცემების ასლი, უზუსტობის გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა, ან თანხმობის გამოხმობა.

ზოგიერთი მონაცემის წაშლას კანონი გვიკრძალავს — უკვე წარდგენილი დეკლარაციის დოკუმენტაცია დადგენილი ვადით უნდა შევინახოთ. ასეთ შემთხვევაში პასუხში მიზეზს გიხსნით.

მოთხოვნა მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე info@mekotransit.com. პასუხს კანონით დადგენილ ვადაში მიიღებთ.

თუ პასუხი არ დაგაკმაყოფილებთ, საჩივრით მიმართეთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.